https://sputnik-georgia.com/20220708/------268337906.html
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
Sputnik საქართველო
მხარეებს შორის ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი 11 ივლისს მოეწერება. 08.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-08T19:37+0400
2022-07-08T19:37+0400
2022-07-08T21:41+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268291534_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_c6062f9a86a33b6e5d8ed667b195a8fb.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა პროტესტის მეხუთე დღეს გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.სორტული საამქროს მუშების გაფიცვა 4 ივლისს დაიწყო. არსებული ხელფასის პირობებში მუშაობის გაგრძელებაზე დაახლოებით 130 ადამიანმა განაცხადა უარი.ქარხნის ადმინისტრაციასა და გაფიცულ მუშებს შორის დიალოგი 6 ივლისს დაიწყო, თუმცა, შეთანხმების მიღწევა მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი. კომპანია დათანხმდა შეასრულოს მუშების მიერ წამოყენებული თითქმის ყველა მოთხოვნა, გარდა ხელფასის 30%-ით გაზრდისა.მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც პროფკავშირების გაერთიანება აქტიურად იყო ჩართული, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფიცვაში მონაწილე პირებზე არ განხორციელდება დევნა, ზეწოლა და დამსაქმებლის მხრიდან ანაზღაურდება გაცდენილი დღეები.პროფკავშირების ინფორმაციით, ხელფასები ეტაპობრივად გაიზრდება. დღეისათვის მეტალურგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 800–900 ლარია. 1 ივლისიდან მათი ხელფასი 100 ლარით იზრდება, 2023 წლის 1 იანვრიდან ანაზღაურება კიდევ 100 ლარით, მომავალი წლის მარტიდან კი კიდევ 50 ლარით გაიზრდება.ასევე აღდგება საპრემიო სისტემა და მისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პროცესში ჩართული იქნება პროფკავშირები (გაფიცვის მონაწილეთა წარმომადგენლობა). ამასთან, მოწესრიგდება თანრიგების სისტემა და პროფკავშირთან გაფორმდება კოლექტიური ხელშეკრულება.ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი 11 ივლისს მოეწერება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268291534_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3a4935cb749f6afd4a9fd23e1acf760c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
19:37 08.07.2022 (განახლებულია: 21:41 08.07.2022) მხარეებს შორის ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი 11 ივლისს მოეწერება.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა პროტესტის მეხუთე დღეს გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.
სორტული საამქროს მუშების გაფიცვა 4 ივლისს დაიწყო. არსებული ხელფასის პირობებში მუშაობის გაგრძელებაზე დაახლოებით 130 ადამიანმა განაცხადა უარი.
„ქარხნის ადმინისტრაციის წინადადება გაფიცული მეტალურგებისთვის მისაღები გახდა. შესაბამისად, სორტულმა საამქრომ მუშაობა განაახლა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქარხნის ადმინისტრაციასა და გაფიცულ მუშებს შორის დიალოგი 6 ივლისს დაიწყო, თუმცა, შეთანხმების მიღწევა მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი. კომპანია დათანხმდა შეასრულოს მუშების მიერ წამოყენებული თითქმის ყველა მოთხოვნა, გარდა ხელფასის 30%-ით გაზრდისა.
მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც პროფკავშირების გაერთიანება აქტიურად იყო ჩართული, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფიცვაში მონაწილე პირებზე არ განხორციელდება დევნა, ზეწოლა და დამსაქმებლის მხრიდან ანაზღაურდება გაცდენილი დღეები.
პროფკავშირების ინფორმაციით, ხელფასები ეტაპობრივად გაიზრდება. დღეისათვის მეტალურგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 800–900 ლარია. 1 ივლისიდან მათი ხელფასი 100 ლარით იზრდება, 2023 წლის 1 იანვრიდან ანაზღაურება კიდევ 100 ლარით, მომავალი წლის მარტიდან კი კიდევ 50 ლარით გაიზრდება.
ასევე აღდგება საპრემიო სისტემა და მისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პროცესში ჩართული იქნება პროფკავშირები (გაფიცვის მონაწილეთა წარმომადგენლობა). ამასთან, მოწესრიგდება თანრიგების სისტემა და პროფკავშირთან გაფორმდება კოლექტიური ხელშეკრულება.
ყველა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი 11 ივლისს მოეწერება.