მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყაზახეთი ნავთობს რუსეთის გვერდის ავლით გაყიდის: ტოკაევმა დავალება გასცა

© photo: Sputnik / Bolat Shayhinov / გადასვლა მედიაბანკშიკასიმ-ჟომარტ ტოკაევი
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის მიწოდების გზების დივერსიფიკაციაა აუცილებელი, პრიორიტეტი კი ტრანსკასპიურ მარშრუტზე უნდა გაკეთდეს, განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის განვითარების თემაზე გამართულ შეხვედრაზე.
გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტმა უკვე მისცა შესაბამისი დავალებები ნავთობისა და გაზის ეროვნულ კომპანია KazMunayGas-ს და ასევე მთავრობას.

„პრიორიტეტული მიმართულება ტრანსკასპიური მარშრუტია. ვავალებ KazMunayGas-ს, შეიმუშაოს მისი განხორციელებისთვის ოპტიმალური ვარიანტი, მათ შორის „თენგიზის“ პროექტის ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობით. მთავრობამ, „სამრუქ-კაზინასთან“ ერთად, უნდა მიიღოს ზომები, რათა გაიზარდოს ატირაუ-კენკიაკისა და კენკიაკ-კუმკოლის ნავთობსადენების სიმძლავრე“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი ჩინეთიდან იწყება, შემდეგ, ყაზახეთის გავლით, კასპიის ზღვის აკვატორიას გადის და აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში შედის. აქედან კი უკვე ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდება ხდება შესაძლებელი. ამრიგად, ტრანსკასპიური მაგისტრალი ნავთობისა და სხვა საქონლის რუსეთის გვერდის ავლით გაყიდვების საშუალებას იძლევა.
ყაზახეთმა ტრანსკასპიურ მაგისტრალსა და ლატვიის პორტებზე გადამისამართების კურსი 2022 წლის მარტში აიღო, რათა თავიდან აიცილოს საექსპორტო ტვირთების ლოგისტიკური ჯაჭვის გაწყვეტა ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში.
წყარო: „Sputnik–ყაზახეთი“
ყველა ახალი ამბავი
0