ქარელში ავარია მოხდა: ერთ-ერთი დაშავებული ბელარუსის მოქალაქეა

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI 599166841სასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
ბელარუსის მოქალაქის მდგომარეობა, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ორსულადაა, სტაბილურია, ის მკურნალობას გორის კლინიკაში გადის.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან ორი მანქანის შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბელორუსის მოქალაქე.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ავტომობილს საწვავი დაუმთავრდა, რის შედეგადაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და მას უკან მომავალი მეორე ავტომობილი შეეჯახა.
ყველა დაზარალებული კლინიკა „გორმედში" გადაიყვანეს. ბელარუსის მოქალაქის მდგომარეობა, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ორსულადაა, სტაბილურია.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ყველა ახალი ამბავი
0