https://sputnik-georgia.com/20220707/putini-rusets-ukrainasi-omi-jer-ar-dauwyia-268306535.html
პუტინი: რუსეთს უკრაინაში ომი ჯერ არ დაუწყია
პუტინი: რუსეთს უკრაინაში ომი ჯერ არ დაუწყია
Sputnik საქართველო
რუსეთი უარს არ ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მაგრამ რაც უფრო გვიან დაიწყება ის, მით უფრო რთული იქნება შეთანხმება, განაცხადა პუტინმა 07.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-07T23:22+0400
2022-07-07T23:22+0400
2022-07-07T23:22+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268305005_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_435efacc90b448c70d4d2ca04e14fa03.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.„დღეს ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე სურთ. რა შეგვიძლია ვთქვათ – სცადონ. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ დასავლეთს ჩვენთან ომი სურს უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის. თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი ამისკენ მიდის“, – განაცხადა პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე.მისი თქმით, კოლექტიურმა დასავლეთმა აშშ-ის მეთაურობით, რომელიც 10 წლის განმავლობაში უკიდურესად აგრესიულად იქცეოდა, საბოლოოდ დონბასში კონფლიქტი გააღვივა.„კოლექტიური დასავლეთის მცდელობები, დაუწესოს კაცობრიობას თავისი მსოფლიო წესრიგი, განწირულია“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა სანქციების ზეგავლენას გაუძლო, ისინი იგრძნობა, მაგრამ არა ისე, როგორ ამას დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობდნენ.„რუსეთი არ ამბობს უარს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მაგრამ რაც უფრო გვიან დაიწყება ის, მით უფრო რთული იქნება შეთანხმება“, - განაცხადა პუტინმა.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რომლის თქმითაც ეს „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაციაა“, ხოლო უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ შედის რუსეთის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268305005_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_475bfaa0afaa68fee8ed2a0a005c54dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პუტინი: რუსეთს უკრაინაში ომი ჯერ არ დაუწყია
რუსეთი უარს არ ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მაგრამ რაც უფრო გვიან დაიწყება ის, მით უფრო რთული იქნება შეთანხმება, განაცხადა პუტინმა
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„დღეს ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე სურთ. რა შეგვიძლია ვთქვათ – სცადონ. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ დასავლეთს ჩვენთან ომი სურს უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის. თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი ამისკენ მიდის“, – განაცხადა პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, კოლექტიურმა დასავლეთმა აშშ-ის მეთაურობით, რომელიც 10 წლის განმავლობაში უკიდურესად აგრესიულად იქცეოდა, საბოლოოდ დონბასში კონფლიქტი გააღვივა.
„კოლექტიური დასავლეთის მცდელობები, დაუწესოს კაცობრიობას თავისი მსოფლიო წესრიგი, განწირულია“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა სანქციების ზეგავლენას გაუძლო, ისინი იგრძნობა, მაგრამ არა ისე, როგორ ამას დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობდნენ.
„რუსეთი არ ამბობს უარს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მაგრამ რაც უფრო გვიან დაიწყება ის, მით უფრო რთული იქნება შეთანხმება“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რომლის თქმითაც ეს „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაციაა“, ხოლო უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ შედის რუსეთის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება.