პოლიციამ ერთი კვირის წინ დაკარგული გოგონა იპოვა

© photo: Sputnik / Mindia Davitadze Photographyგოგონა
გოგონა - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
ახალგაზრდა ქალი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. წყალტუბოში გაუჩინარებული 22 წლის ლიკა გიორგობიანი სამართალდამცველებმა იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში 30 ივნისს, დაახლოებით დილის ათის ნახევარზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა.
პოლიციამ მისი გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის (სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი) მუხლით 1 ივლისს დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა ქალის პოვნის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დამატებით ინფორმაციას უწყება ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.
წყარო - ტელეკომპანია „ფორმულა“
ყველა ახალი ამბავი
0