https://sputnik-georgia.com/20220707/mozraoba-shin-evropisken-politikur-partiad-gardaiqmnas-268283083.html
მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას
მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას
Sputnik საქართველო
დედაქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველომ ვერ შეძლო ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. 07.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-07T19:17+0400
2022-07-07T19:17+0400
2022-07-07T21:47+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/03/268141982_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_f5e3d397c2c51ddab77cae2f12fa5146.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ სახალხო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შეიძლება პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას.ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობამ უვადო საპროტესტო აქციები დააანონსა.ოპოზიციური პარტიების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას მიესალმება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მათ საქმიანობა უნდა გააგრძელონ იმ პლატფორმაზე, სადაც ახლა არიან.„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სახალხო მოძრაობამ უნდა მიიღოს. მე ყოველთვის მივესალმები ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სარბიელზე ახალი პროევროპული ძალის გამოჩენას“, – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.„მე ვისურვებდი, რომ იმ ადამიანებმა, ვინც არასამთავრობო სექტორში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აქვთ მხარდაჭერა, ამავე პროფილით გააგრძელონ საქმიანობა“, – განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ.ხელისუფლების რეაქციამმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დიდი ხანია პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა.დედაქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველომ ვერ შეძლო ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება.„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საპროტესტო აქციების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, რომლის მიზანიც ხელისუფლებაში დაბრუნებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/03/268141982_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_9c0271ec66b82cf256e1f2ca4b9baecf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას
19:17 07.07.2022 (განახლებულია: 21:47 07.07.2022) დედაქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველომ ვერ შეძლო ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ სახალხო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შეიძლება პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას.
ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მრავალათასიან აქციაზე მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობამ უვადო საპროტესტო აქციები დააანონსა.
„შეიძლება ეს მოძრაობა გარდაიქმნას რაიმე პოლიტიკურ ძალად. რა თქმა უნდა, ეს გამორიცხული არ არის და შესაძლებელია მომავალში, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ ამ სამოქალაქო მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა მიიღოს გადაწყვეტილება და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც მიჰყოს ხელი“, – განაცხადა სიმონიშვილმა ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას მიესალმება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მათ საქმიანობა უნდა გააგრძელონ იმ პლატფორმაზე, სადაც ახლა არიან.
„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სახალხო მოძრაობამ უნდა მიიღოს. მე ყოველთვის მივესალმები ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სარბიელზე ახალი პროევროპული ძალის გამოჩენას“, – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
„მე ვისურვებდი, რომ იმ ადამიანებმა, ვინც არასამთავრობო სექტორში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აქვთ მხარდაჭერა, ამავე პროფილით გააგრძელონ საქმიანობა“, – განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დიდი ხანია პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა.
„გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანია პოლიტიკაში „გადაბარგდნენ“ და პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევიან. მათი პოლიტიკური დღის წესრიგი იმდენად ნათელია, რომ ვფიქრობ, მათ სხვა გზა არ დარჩათ“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
დედაქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველომ ვერ შეძლო ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საპროტესტო აქციების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, რომლის მიზანიც ხელისუფლებაში დაბრუნებაა.