ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო მანქანა გზაზე
სატვირთო მანქანა გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
ტრანსპორტის მოძრაობა ხიდის ბურჯის დაზიანების გამო შეფერხდა.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, გზის 136-ე კილომეტრზე მდინარე ჭანჭახმა გზაგამტარი ხიდის ბურჯი დააზიანა, რამაც ხიდის სავალ ნაწილზე ბზარების გაჩენა გამოიწვია. ამის გამო საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის აღდგება მოძრაობა ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის გზის ამ მონაკვეთზე.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვები შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე იმოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0