https://sputnik-georgia.com/20220707/ivnissi-qutaisis-saertasoriso-aeroportsi-mgzavrtnakadi-ardga-268276598.html
ივნისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა
ივნისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა
Sputnik საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია. 07.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-07T14:33+0400
2022-07-07T14:33+0400
2022-07-07T16:48+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქუთაისი
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23993/88/239938859_6:0:4027:2262_1920x0_80_0_0_6e7c44188296a41ba47e21b062123f10.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 2022 წლის ივნისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 100%-ით აღდგა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.2022 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76.052 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ივნისში კი მათი რაოდენობა 76.208-ს შეადგენდა.მგზავრთნაკადის გარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხითაც. ივნისში აეროპორტში რეისების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. აეროპორტი 298 რეისს მოემსახურა, მაშინ, როცა 2019 წლის ივნისში 247 რეისი შესრულდა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. 1 აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება, ხოლო არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება.
ქუთაისი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23993/88/239938859_508:0:3524:2262_1920x0_80_0_0_c5f51489a8bf078edf18877bf461707f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში
ივნისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა
14:33 07.07.2022 (განახლებულია: 16:48 07.07.2022) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 2022 წლის ივნისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 100%-ით აღდგა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
2022 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76.052 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ივნისში კი მათი რაოდენობა 76.208-ს შეადგენდა.
მგზავრთნაკადის გარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხითაც. ივნისში აეროპორტში რეისების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. აეროპორტი 298 რეისს მოემსახურა, მაშინ, როცა 2019 წლის ივნისში 247 რეისი შესრულდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს. 1 აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით დაემატება, ხოლო არსებულ 10 მიმართულებაზე სიხშირეები გაიზრდება.