მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრალდება შპიონაჟში: ირანში უცხოელი დიპლომატები ნიადაგის სინჯებისთვის დააკავეს - ვიდეო

© AFP 2024 / Iranian Army office
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) თანამშრომლებმა რამდენიმე უცხოელი დიპლომატი დააკავეს, რომელთა შორისაა დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ჯაილს უიტაკერი, იუწყება სააგენტო Fars.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია ირანში ავსტრიის კულტურის საკითხთა ატაშეს მეუღლე, პროფესორი მაცეი ვალჩაკი, რომელიც ისლამურ რესპუბლიკაში ტურისტის სტატუსით იმყოფებოდა.

„IRGC-მ გამოავლინა და დააპატიმრა დიპლომატები, რომლებიც შპიონაჟს ეწეოდნენ და აკრძალულ ზონაში ჩვენი ქვეყნის ნიადაგის სინჯებს იღებდნენ. ეს დიპლომატი-შპიონები IRGC-ს დრონებმა შენიშნა მაშინ, როდესაც ისინი ნიადაგის სინჯებს იღებდნენ ირანის ცენტრალური უდაბნოს აკრძალულ ზონაში“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტო ასევე აქვეყნებს ირანის ცენტრალური ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც, მათი თქმით, აღბეჭდილია, როგორ იღებდნენ „შპიონები“ სინჯებს უდაბნოში.
აღსანიშნავია, რომ აკრძალულ ზონაში იგულისხმება პროვინცია ქერმანის ქალაქ შეჰდადის უდაბნო. ამ ზონაში IRGC-ს საჰაერო-კოსმოსური ძალები სარაკეტო გამოცდებს ატარებდნენ.
ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს უიტაკერის დაკავებას და აცხადებს, რომ „ბრიტანელი დიპლომატის ირანში დაკავების შესახებ ცნობები სრული სიცრუეა“.
სააგენტო აზუსტებს, რომ ბოლო წლებში IRGC-მ ათობით უცხოელი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი დააკავა — ძირითადად შპიონაჟში ბრალდებით.
ყველა ახალი ამბავი
0