მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Guardian: ბორის ჯონსონი თანამდებობას დღეს დატოვებს

© AP Photo / Carl Recineბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მიდის, იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian.

„ბორის ჯონსონი 1922 წლის კომიტეტის თავმჯდომარეს, სერ გრემ ბრენდის ესაუბრა და თანამდებობის დატოვებაზე დათანხმდა. ცნობილი ხდება, რომ ეს გადაწყვეტილება მან დილის 8:30 საათზე მიიღო“, — დაწერა გაზეთმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონი პოსტს, სავარაუდოდ, დღესვე დატოვებს. დაუნინგ-სტრიტზე აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი დღის განმავლობაში გაავრცელებს შესაბამის მიმართვას.
როგორც BBC აზუსტებს, გადადგომის შემდეგ ბორის ჯონსონი შემოდგომამდე შეასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას, ვიდრე ოქტომბრის ყრილობაზე ახალი პრემიერ-მინისტრი არ იქნება დანიშნული.
მანამდე Bloomberg-ი წერდა, რომ ბრიტანეთის პრემიერის პოსტის მთავარი პრეტენდენტები არიან: ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, ვაჭრობის მინისტრი პენი მორდონტი, თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და ხაზინის ახალი კანცლერი ნადიმ ზაჰავი.
ბორის ჯონსონის გადადგომა შიდა პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება. ბოლო დღეებში დიდი ბრიტანეთის მთავრობა 50-მდე პოლიტიკოსმა დატოვა. ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრმა ბრენდონ ლუისმა განაცხადა, რომ მთავრობა აღარ სცემს პატივს ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა პატიოსნება და ურთიერთპატივისცემა.
ყველა ახალი ამბავი
0