Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ამირან გამყრელიძე დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეკომენდაციას იძლევა

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქება მარტის ბოლოდან დაიწყო.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. გირჩევთ დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირების შემთხვევების მატება ძირითადად „ომიკრონის" ახალი ქვეშტამების ცირკულაციით არის განპირობებული. მისი ინფორმაციით, გასულ ორ კვირასთან შედარებით კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 2,5-ჯერ არის გაზრდილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ინფიცირებულთა 7-8%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

„დამძიმების ტენდენცია არ არის, საავადმყოფოში ხვდება ინფიცირებულთა 7-8%. მაგრამ თუ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა, გაიზრდება ზეწოლა საავადმყოფოებზეც. ამ ეტაპზე ჰოსპიტალში დაახლეობით 350 პაციენტი წევს", – განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დღესდღეობით ქვეყანაში იმუნური ფენა შემცირებულია.
„მთავარი რეკომენდაციაა – მაღალი იმუნური ფენით შევხვდეთ შემოდგომას. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას. ვინც აცრილია ორჯერ, მათ უნდა გაიკეთონ ბუსტერი, ვინაიდან ბუსტერი სერიოზულად იცავს ქვეშტამებისგან. მესამე დოზა შეუძლია გაიკეთოს ყველა მსურველმა 18 წლის ზემოთ", – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოხსნილია. პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნებულია მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში. სპეციალისტები ნიღბის ტარებას ურჩევენ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს.
როგორ ავირიდოთ კორონავირუსის ახალი ტალღა? ინფექციონისტის რჩევები>>
ბოლო დღეებში ქვეყნის კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობამ იმატა. ეპიდემიოლოგებმა საქართველოში „ომიკრონის" შტამის ახალი ქვეტიპი В.А.5 ივნისის ბოლოს გამოავლინეს, რომლისთვისაც უფრო სწრაფი გავრცელებაა დამახასიათებელი. სპეციალისტების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანა კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება.
მანამდე საქართველოში ძირითადად ცირკულირებდა „ომიკრონის" ქვეტიპი B.A.2. ახალი ქვეტიპი, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, აისახა სტატისტიკაზეც – ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 500-ს შეადგენდა, ბოლო კვირაში კი 2.570-ს მიაღწია.
სპეციალისტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ, ვაქცინაციის ჩატარებისკენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის აქტიურად გამოყენებისკენ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844. ამ დროისთვის ქვეყანაში 2.550 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო ახალი, „ომიკრონის" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა. მანამდე ქვეყანაში კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული, ინდური შტამები ცირკულირებდა.
ყველა ახალი ამბავი
0