რიაბკოვი: ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრა არ იგეგმება

© courtesy of Russian Foreign Ministry / გადასვლა მედიაბანკშისერგეი რიაბკოვი
სერგეი რიაბკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან G20-ის მინისტერიალის ფარგლებში არ იგეგმება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

„არაფერი იგეგმება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის იმისთვის, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან იკონტაქტოს“. დიპლომატის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის „სამხედრო ოპერაციას“ უკავშირდება.
G-20-ის სამიტი კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერსაა დაგეგმილი. ღონისძიებაზე მიწვეული არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ყველა ახალი ამბავი
0