https://sputnik-georgia.com/20220706/tbilisis-studenturi-festivali-sazeimod-daixura-268261586.html
„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ საზეიმოდ დაიხურა
„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ საზეიმოდ დაიხურა
Sputnik საქართველო
ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ როგორც დედაქალაქში არსებული, ისე რეგიონებში მოქმედი უნივერსიტეტები. 06.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-06T21:29+0400
2022-07-06T21:29+0400
2022-07-06T21:29+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23650/00/236500062_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_dc75bfba41234d47684f0b786184e434.jpg
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით საზეიმოდ დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.ფესტივალში, რომელიც თბილისის მერის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ასოციაციების ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 ათასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის მერიის წარმომადგენლები, მონაწილე უნივერსიტეტების რექტორები და სტუდენტები დაესწრნენ.თბილისის მერმა ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.ღონისძიებაზე სხვადასხვა მიმართულებით გამარჯვებული უნივერსიტეტები დაჯილდოვდნენ, ასევე გამოვლინდნენ კულტურის მიმართულებით გამარჯვებული უნივერსიტეტები. გაიმართა ახალგაზრდული ბენდის კონცერტი და დიჯეის პროგრამა.თბილისის სტუდენტური ფესტივალი სპორტული და კულტურული ღონისძიებების ერთობლიობაა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტურნირები სპორტის 15 სახეობაში და კულტურული მიმართულების ტურები, ქართული სიმღერისა და ცეკვის კონკურსები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23650/00/236500062_250:0:1750:1125_1920x0_80_0_0_0c64c281e332d86236bdb0ad25bdf230.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, სპორტი
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, სპორტი
„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ საზეიმოდ დაიხურა
ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ როგორც დედაქალაქში არსებული, ისე რეგიონებში მოქმედი უნივერსიტეტები.
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით საზეიმოდ დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ფესტივალში, რომელიც თბილისის მერის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ასოციაციების ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 ათასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის მერიის წარმომადგენლები, მონაწილე უნივერსიტეტების რექტორები და სტუდენტები დაესწრნენ.
თბილისის მერმა ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
„ალბათ იცით, რომ 2022 წელი ევროკავშირმა ახალგაზრდების წლად გამოაცხადა. შესაბამისად, დღევანდელი ღონისძიების სლოგანია - „ახალგაზრდები ევროპისკენ“. ევროპა არის ის მთავარი, რომლის ირგვლივაც ვართ გაერთიანებული თითოეული ჩვენგანი. ჩვენი მისწრაფება, ყოველდღიური ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ღონისძიებაზე სხვადასხვა მიმართულებით გამარჯვებული უნივერსიტეტები დაჯილდოვდნენ, ასევე გამოვლინდნენ კულტურის მიმართულებით გამარჯვებული უნივერსიტეტები. გაიმართა ახალგაზრდული ბენდის კონცერტი და დიჯეის პროგრამა.
თბილისის სტუდენტური ფესტივალი სპორტული და კულტურული ღონისძიებების ერთობლიობაა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტურნირები სპორტის 15 სახეობაში და კულტურული მიმართულების ტურები, ქართული სიმღერისა და ცეკვის კონკურსები.