კალაძე: „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ როგორც დედაქალაქში არსებული, ისე რეგიონებში მოქმედი უნივერსიტეტები.
თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დღეს, 18:00 საათზე დაიხურება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ფესტივალში, რომელიც თბილისის მერის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ასოციაციების ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50.000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

„დარწმუნებული ვარ, ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბური და საინტერესო გახდება. მინდა ვუთხრა სტუდენტებს, რომ დედაქალაქის მერიის მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა და თანადგომა. ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტებს შევთავაზებთ მათ. ასევე მინდა მივმართო სტუდენტურ თვითმმართველობებს, რომ მათაც გამოიჩინონ ინიციატივა და წარმოადგინონ საინტერესო პროექტები“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის სტუდენტური ფესტივალი სპორტული და კულტურული ღონისძიებების ერთობლიობაა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტურნირები სპორტის 15 სახეობაში და კულტურული მიმართულების ტურები, ქართული სიმღერისა და ცეკვის კონკურსები.
გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ახალგაზრდული ბენდი და დიჯეი.
„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“-ის დასკვნით ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0