საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ გახდა.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ივნისში ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 393 ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ივნისში მთლიანობაში ამოიღეს 29.326 კოლოფი (მათ შორის, 408 ელექტრონული სიგარეტი/სითხე) კონტრაბანდული სიგარეტი და 239 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
უწყების ცნობით, 265 შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცა, შვიდი – სისხლის სამართლის დანაშაულია, დანარჩენი 121 ფაქტი კი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად ჩაითვალა და შედგა ამოღების ოქმები.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ გახდა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0