საეკლესიო კალენდარი: 6 ივლისი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 ივლისს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ზეიმობს და მოწამეებს აგრიპინას, ევსტოქიოსისა, გაიოზისა, პროვოსისა, ლოლიოსისა, ურბანისა და სხვებს იხსენიებს.
ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი.
ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ლუკა მახარებლის მიერ იმ მაგიდის დაფაზეა დაწერილი, რომელზედაც იესო ქრისტე თავის დედასთან მარიამთან და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. გადმოცემით, ხატიღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა.
450 წელს იმპერატორ თეოდორე უმცროსის დროს ხატი იერუსალიმიდანკონსტანტინოპოლში გადაიტანეს, მაგრამ XII საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლიდან კიევში წაიღეს.
1155 წელს დიდმა მთავარმა იურიმ ვიშგოროდი თავის ვაჟს, მთავარ ანდრიას დაგასცა. ვიშგოროდის სავანის კლირიკოსებმა ერთხელ ტაძარში შესვლისას დაინახეს, რომ ხატი თავისი ადგილიდან გადმოსულიყო დაეკლესიის შუაგულში ჰაერში იდგა. ხატი ძველ ადგილას დააბრუნეს, მაგრამ მალე ნახეს, რომ ხატი კვლავ ჰაერში ეკიდა. მთავარი ანდრია მიეახლა ხატს და მხურვალებით ლოცულობდა მის წინაშე, შემდეგ პარაკლისი აღასრულა, ღვთისმოსაობით აიღო ხატი, სხვა საგანძური და ღამით, მამის ნებართვის გარეშე ვიშგოროდიდან წავიდა.
საეკლესიო კალენდარში 6 ივლისი ასევე არის მოწამე აგრიპინას მოწამეთა: ევსტოქიოსისა, გაიოზისა, პროვოსისა, ლოლიოსისა, ურბანისა და სხვათა ხსენების დღეც.
წმინდა ნინოს ჯვარი ჯვრის მონასტერში - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
საეკლესიო კალენდარი: 5 ივლისი
წმიდა მოწამე აგრიპინა
წმიდა მოწამე აგრიპინა რომაელი იყო, მან ღვთის სიყვარულის გამო უარი თქვა ჯვრისწერაზე და ქალწულების აღთქმა დადო. როცა იმპერატორმა ვალერიანემ (253-259) მართლმადიდებელთა დევნა დაიწყო, ქრისტეს ტარიგი სამსჯავროზე წარდგა და უშიშრად აღიარა თავისი სარწმუნოება. ამის გამო უსჯულოებმა იგი დაატუსაღეს, წამებით მთლიანად დაუწყლულეს სხეული და ძვლები დაუმტვრიეს. ნატანჯ ქალწულს მტარვალებმა ბორკილები დაადეს, მაგრამ ანგელოზმა გაანთავისუფლა საკვრელთაგან. წმიდა აგრიპინამ ვერ გაუძლო გადატანილ ტანჯვას და დაუძლურებულმა სული უფალს შეჰვედრა. ქრისტიანმა დედებმა ვასამ, პავლამ და აღათონიკამ ფარულად აიღეს მარტვილის ცხედარი და სიცილიაში გადაასვენეს, სადაც მის საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. დაახლოებით XI საუკუნეში აგრიპინას უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს.
მოწამენი: ევსტოქიოსი, გაიოზი, პროვიოსი, ლოლიოსი, ურბანოსი და სხვანი
წმიდა მოწამენი: ევსტოქი, გაიოზი, პროვი, ლოლი და ურვანე ეწამნენ უსჯულო იმპერატორის მაქსიმიანეს (286-310) მეფობაში, როცა ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ.
წმიდა ევსტოქი წარმართი ქურუმი იყო, მაგრამ ქრისტეს მარტვილთა საოცარი სიმამაცისა და მათ მიერ აღსრულებული სასწაულების მხილველმა, ირწმუნა ქრისტე. ქურუმყოფილი ანტიოქიელმა ეპისკოპოსმა ევდოქსიმ მონათლა და ხუცესად დაასხა ხელი. ქალაქ ლუსტრაში ევსტოქიმ მართლმადიდებლობაზე მოაქცია თავისი ახლო ნათესავი გაიოზი და მთელი მისი სახლეულობა, მათ შორის ყრმები: პროვი, ლოლი და ურვანე. იმპერატორის მეომრებმა შეიპყრეს წმიდანი და სამსჯავროზე წარადგინეს. სატანჯველებმა ვერ მოდრიკეს ნეტარი აღმსარებელი, ამიტომ გაიოზის ახალმოქცეულ ოჯახთან ერთად, გალატიის ქალაქ ანკვირში გაგზავნეს მმართველ აგრიპინასთან. აქ მტარვალებმა ყველანი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, მხეცურად აწამეს, რის შემდეგაც ქრისტეს მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
ყველა ახალი ამბავი
0