საბერძნეთში 13 ქართველი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
ქართველების მიერ მოპარული ნივთების ჯამური ღირებულება 434 ათას ევროს აჭარბებს.
თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ემიგრანტებისგან შემდგარი კრიმინალური ჯგუფი გამოავლინა, რომელსაც 72 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი კაკო ბილანიშვილი ხელმძღვანელობდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
13 დაკავებულს, რომელთა შორისაც ერთი ქალია, ბრალი ედება ძარცვაში, ქურდობასა და ყაჩაღობაში. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
ათობით მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბერძენი სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა, ძვირფასეულობა და ავტომობილები. მოპარული ნივთების ჯამური ღირებულება 434 ათას ევროს აჭარბებს. გარდა ამისა, პოლიციამ ამოიღო ე.წ. კასტეტები და რამდენიმე ხელჯოხი, რომლებსაც კრიმინალები იარაღად იყენებდნენ.
ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს შორის იყო ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლების სახელზე რეგისტრირებული რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღიც, რაც აჩენს ეჭვს, რომ ბრალდებულებმა სამართალდამცველების სახლებიც გაძარცვეს.
სულ დადგენილია ძარცვის 47-მდე შემთხვევა. ნაძარცვის რეალიზაცია ძირითადად ათენში მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ხდებოდა, რომლის მფლობელიც ასევე დაპატიმრებულია.
მასმედიის ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია, ნაწილი კი საბერძნეთიდან რამდენიმე წლის წინ გააძევეს, მაგრამ შეცვლილი გვარით მათ უკან დაბრუნება მაინც მოახერხეს.
ყველა ახალი ამბავი
0