https://sputnik-georgia.com/20220706/rodis-dasruldeba-metexis-xidi-kaladzis-ganmarteba-268254979.html
როდის დასრულდება მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია: კალაძის განმარტება
როდის დასრულდება მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია: კალაძის განმარტება
Sputnik საქართველო
მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბესკო" ასრულებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს. 06.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-06T18:35+0400
2022-07-06T18:35+0400
2022-07-06T22:12+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250833886_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_ede064138038d0abb4e2385b095b9d9c.jpg
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.მეტეხის ხიდის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და გარემონტებულ ნაწილში საავტომობილო მოძრაობა აღდგა.მისი თქმით, უკვე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა ფენა, შეიცვალა ფილები და მთლიანად გარემონტდა მოაჯირები. ასევე ეწყობა სანიაღვრე სისტემა, რათა წვიმამ ხიდზე პრობლემები არ შექმნას.„ამ ეტაპზე მოძრაობა გადაერთო გზის მეორე მხარეს. ეს სივრცეც მოწესრიგდება და პროექტი სექტემბერში მთლიანად დასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში გზის სავალი ნაწილის ქვემოთ საიზოლაციო დამცავი ფენები მოეწყობა. ასევე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება ტროტუარი. გარდა ამისა, გამაგრდება ფასადები და თაღები, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება.დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს შეიზღუდება.მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბესკო" ასრულებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250833886_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_c89e7d1a38d82ff6523b529b7341975a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის დასრულდება მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია: კალაძის განმარტება
18:35 06.07.2022 (განახლებულია: 22:12 06.07.2022) მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბესკო" ასრულებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მეტეხის ხიდის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და გარემონტებულ ნაწილში საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
„როდესაც ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, გზის სავალი ნაწილი გავყავით და ერთ მხარეს გადაადგილების შესაძლებლობა დავტოვეთ. მეორე მხარეს, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, ფაქტობრივად ყველაფერი მოწესრიგდა“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, უკვე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა ფენა, შეიცვალა ფილები და მთლიანად გარემონტდა მოაჯირები. ასევე ეწყობა სანიაღვრე სისტემა, რათა წვიმამ ხიდზე პრობლემები არ შექმნას.
„ამ ეტაპზე მოძრაობა გადაერთო გზის მეორე მხარეს. ეს სივრცეც მოწესრიგდება და პროექტი სექტემბერში მთლიანად დასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.
პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში გზის სავალი ნაწილის ქვემოთ საიზოლაციო დამცავი ფენები მოეწყობა. ასევე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება ტროტუარი. გარდა ამისა, გამაგრდება ფასადები და თაღები, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს შეიზღუდება.
მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბესკო" ასრულებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს.