Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება აეკრძალა - დეტალები

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშირიკი მარტინი
რიკი მარტინი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალსა და მსახიობს რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კაცი, რომელმაც მომღერალს სასამართლოში უჩივლა, ამასთან, ანონიმურად დარჩენა არჩია, აცხადებს, რომ მომღერალს შვიდი თვის განმავლობაში ხვდებოდა. ორი თვის წინ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მარტინი ყოფილ შეყვარებულს გამუდმებით ურეკავს და სულ მცირე სამჯერ მივიდა მის სახლთან.
რიკი მარტინი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2020
მსოფლიო დღეს
რიკი მარტინმა და მისმა ქმარმა მეოთხე ვაჟის ფოტო გამოაქვეყნეს
მამაკაცმა სასამართლოს განუცხადა, რომ საკუთარი უსაფრთხოების გამო ღელავს. სასამართლომ კაცის არგუმენტები გაიზიარა და მარტინს ყოფილ პარტნიორთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ნებისმიერი სახით ჩარევა აუკრძალა. მას ასევე არ აქვს უფლება, დაურეკოს ან ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნოს მოსარჩელის მეგობრებს.
მარტინის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ბრალდებები მომღერლის წინააღმდეგ რეალობას არ შეესაბამება.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჭეშმარიტი ფაქტები ამ საქმის შესახებ გასაჯაროვდება და ჩვენი კლიენტი რიკი მარტინი სრულად გამართლდება“, – განაცხადეს ადვოკატებმა.

ყველა ახალი ამბავი
0