პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია: სეს-მა დარღვევები გამოავლინა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა, იუწყება სააგენტოს პრეს-სამსახური.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად ახორციელებს კონტროლს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმება იგეგმება.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს აღებულია აგროქიმიკატების და პესტიციდების 190-მდე ნიმუში. წლის ბოლომდე დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება.

„ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა 40-მდე დარღვევა – ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა და სხვა, რაზეც სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის მიზნით 2021 წელს მთლიანობაში აღებულია 382 ნიმუში, მათ შორის 332 პესტიციდი და 50 აგროქიმიკატი. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 700-მდე აღიარებული სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტი.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად სულ გამოვლინდა 157 სამართალდარღვევა, მათ შორის მარკირების წესის, რეალიზაციის წესის, შენახვის პირობების დარღვევა, ვადაგასული პესტიციდის რეალიზაცია და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0