ფარიკაობა: მსოფლიო ჩემპიონატზე 11 ქართველი იასპარეზებს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიფარიკაობა
ფარიკაობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის უკვე ემზადება ევროპის მოქმედი ჩემპიონი სანდრო ბაზაძე.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 15-23 ივლისს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე 11 სპორტსმენით გაემგზავრება.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ფინანსური პრობლემები მოაგვარა, შესაბამისად, ქვეყნის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას შეძლებს.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი სანდრო ბაზაძე საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ემზადება და მსოფლიო პირველობაზეც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მოახლოებული შეჯიბრებისთვის კი ასე გამოიყურება:
ხმალი
ქალები: თეოდორა კახიანი-მეკლინგი, ლიკა ჯიჯეიშვილი, ალექსანდრა კუვაევა.
მამაკაცები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე.
დაშნა
ქალები: არინა კორნეევა.
რაპირა
მამაკაცები: ლუკა ღაღანიძე, ლაშა გალუაშვილი, პაველ ბორონტოვი.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მოფარიკავეების ბოლო წარმატება სანდრო ბაზაძეს უკავშირდება. მან ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა – ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში ყველა მეტოქეს აჯობა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0