კანიანად მოხარშული ლიმონის საოცარი უპირატესობა: რეცეპტი და თვისებები

© Pixabay / analogicusლიმონი
ლიმონი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. დილაობით თბილი ლიმონიანი წყლის დალევა ბოლო დროს ძალიან პოპულარულ ტრენდად იქცა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რაც ლიმონისგან შეიძლება „გამოწუროთ“, აცხადებენ ხალხური მედიცინის სპეციალისტები.
მათი თქმით, ლიმონისგან კიდევ უფრო დიდ ეფექტს მიიღებთ, თუ მას კანიანად მოხარშავთ და დილაობით მიირთმევთ, ვინაიდან ასე მისი ქერქისა და რბილობის ყველა სუპერკვებით თვისებას გამოიყენებთ.
ლიმონის ნახარშის მოსამზადებლად სულ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ: 6 ცალი ლიმონი, წყალი და თაფლი.

მომზადების წესი

გაჭერით ლიმონები შუაზე, ჩაალაგეთ ქვაბში და დაასხით წყალი.
დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და 10-15 წუთით დააცადეთ გაგრილება.
ამოიღეთ ლიმონი წყლიდან, ნახარში ჩაისხით ჭიქაში, ჩაამატეთ თაფლი და დალიეთ თბილ-თბილი.
დარჩენილი ნახარში შეგიძლიათ შუშის ქილაში ჩაასხათ და შეინახოთ შემდგომი გამოყენებისთვის.

კანიანად მოხარშული ლიმონის უპირატესობები:

აძლიერებს იმუნურ სისტემას;
იცავს გაციებისგან;
წარმოუდგენლად მუხტავს ადამიანს ენერგიით;
ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას;
ორგანიზმიდან გამოდევნის მრავალი სახის ტოქსინებს;
აკონტროლებს მჟავიანობის დონეს ორგანიზმში;
ასუფთავებს კანს;
უზრუნველყოფს სასიამოვნო სუნს პირის ღრუში;
ხელს უწყობს წონაში კლებას;
აუმჯობესებს განწყობას, აქვეითებს შფოთვის დონეს;
ატენიანებს ლიმფურ სისტემას;
ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
ყველა ახალი ამბავი
0