„მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი შეიქმნება

© photo: Sputnik / Stringerე.წ. მიხაილოვის საავადმყოფო
ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დაიწყება. პროექტი ხუთ წელში დასრულდება და ის 30 მლნ ლარის ინვესტირებას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აშენებას გეგმავს, იუწყება „პირველი არხი“.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ შენობა მიმდინარე წლის მარტში აუქციონზე გაიყიდა. მისი მფლობელი შპს „ჰანსას“ მფლობელი და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტის კონცეფციის ავტორი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი გახდა.
როგორც ბიზნესმენმა განაცხადა, მუზეუმი აღჭურვილი იქნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საბიბლიოთეკო, საგამომცემლო, საგამოფენო, დასასვენებელ-გასართობი ფუნქციებით და თანამედროვე პარკით.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში იმყოფებიან არქიტექტურული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ მუზეუმის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. ამ ეტაპისთვის ექვსი კომპანიაა შერჩეული. კონკურსში გამარჯვებული კომპანია ნოემბერში გამოვლინდება.

„მუზეუმს სჭირდება საგამოფენო სივრცეები, საავადმყოფოს შენობას ეს სივრცეები არ აქვს. ამიტომ ჩვენ უნდა მივუშენოთ დამატებითი კომპლექსები. ეს მუზეუმი იმით იქნება განსხვავებული, რომ მუზეუმი იქნება არა მხოლოდ ტაძარი, რომელშიც მოდიხარ და ლოცულობ, იქნება სახლი, სადაც ახალგაზრდობა იგრძნობს თავს სახლში“, – განაცხადა ბრეუსმა.

ბიზნესმენი შალვა ბრეუსი მსოფლიოში თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთა შორის ცნობილია, როგორც თანამედროვე ხელოვნების ექსპერტი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის, მათ შორის, მარსელ დუშანის პრემიისა და გერლენების მხატვრობისა და გრაფიკის პრემიების ჟიურის წევრი, გამომცემელი, კოლექციონერი და ფილანტროპი.
გავრცელებული ინფორმაციით, შალვა ბრეუსი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის უნიკალურ პროექტზე მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად დიდი ხანია მუშაობს. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მუზეუმისთვის ადგილის შერჩევაც. განიხილებოდა ვენეციის, მოსკოვის, ბრიუსელის და თბილისის არქიტექტურულად საინტერესო ადგილები და ძეგლები. ბრეუსმა არჩევანი საბოლოოდ თბილისზე გააკეთა.
თბილისში „მიხაილოვის საავადმყოფო“ გაიყიდა>>
„მიხეილის საავადმყოფო“ – ქალაქის პირველი საავადმყოფოა, რომელიც ტფილისში XIX საუკუნეში გაჩნდა, რაც კავკასიის სამედიცინო საზოგადოების აქტიური ხელშეწყობით მოხდა.
ლოტის საწყისი ფასი 16 მლნ მლნ ლარს შეადგენდა. აუცქიონის გამარჯვებული გახდა მისი ერთადერთი მონაწილე კომპანია Hans Ltd, რომელმაც 16 მლნ ლარად შეიძინა არა მარტო შენობა, არამედ კომპლექსის ირგვლივ მდებარე ტერიტორია – 20.633 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.
ყველა ახალი ამბავი
0