ინფექციონისტი ქვეყანაში კოვიდ-შემთხვევების ახალი პიკის ვადებს ასახელებს

© courtesy of Tengiz Tsertsvadzeთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის შემთხვევების მატების პიკს შემოდგომისთვის პროგნოზირებს.

„თუ დღეში საშუალოდ კორონავირუსის 100-მდე შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა უკვე ფიქსირდება 600-700 შემთხვევა. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში. წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და კოვიდ-შემთხვევების მატების პიკს შემოდგომისთვის ველოდებით“, – განაცხადა ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

ინფექციონისტმა საზოგადოებას სიფრთხილისკენ, ვაქცინაციის ჩატარებისკენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის აქტიურად გამოყენებისკენ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ 2.904.080 აცრაა ჩატარებული. ორი დოზით აცრილია 1.271.642 ადამიანი. ეს არის 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 48,59%. მესამე, ბუსტერ-დოზის გაკეთება 255.928 ადამიანმა გადაწყვიტა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.662.299 შემთხვევა, აქედან 2.570 ბოლო კვირაში გამოვლინდა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0