მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ორკვირიანი აქცია: ფასტფუდების ქსელი არჩევნებში მონაწილეებს უფასო კერძებს სთავაზობს

© Pixabay / isfara
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. იაპონიაში ფასტფუდების ერთ-ერთი უდიდესი ქსელი Ippudo ახალგაზრდებს უფასო ლაფშას სთავაზობს ორი კვირით, რათა პარლამენტის ზედა პალატაში არჩევნებში მათი აქტიურობა გაზარდოს, იუწყება Guardian-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება იმ გაზრდილი შიშების ფონზე მიიღეს, რომ უკმაყოფილო ახალგაზრდობა არჩევნებზე არ მივა.
Ippudo განუსაზღვრელი რაოდენობისა და სხვადასხვა სახის ლაფშის კერძებს დაარიგებს არჩევნების დღიდან ორი კვირის განმავლობაში პირებზე, ვინც ხმის მიცემის მტკიცებულებას წარადგენს.
გამოცემის ცნობით, იაპონელი ახალგაზრდები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ პოლიტიკოსები ასაკოვან ამომრჩევლებს უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ და ამასთან პარლამენტის ორივე პალატაში ძალიან ცოტაა ახალგაზრდა დეპუტატი.
Ippudo-ში იმედი აქვთ, რომ მათი შეთავაზება „ადამიანებს ხმის მიცემისკენ უბიძგებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მანამდე არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ“.
წყარო: Guardian
ყველა ახალი ამბავი
0