წყალმომარაგება შეწყდება: GWP ისნის მოსახლეობას აფრთხილებს

© Pixabay / 13727445ონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ისნის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება – 7 ივლისის 13:00 საათიდან 8 ივლისის 12:00 საათამდე. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში GWP ხვალ წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეუწყდება ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, კაჩინსკის, 300 არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბორშიკის, ზახაროვის, დოლაბაურის, პატარძეულის, კაკულიას, უჯარმის, ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის, გელოვანის და ახვლედიანის ქუჩებს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0