Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ზოგს ბინა ვუყიდე...“ - როგორ გახდა გიორგი ფხაკაძე ბიძინა ივანიშვილის მეზობელი

© courtesy of Giorgi Pkhakadzeგიორგი ფხაკაძე
გიორგი ფხაკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საუბრობს უნიკალური და ისტორიული სახლის შესახებ, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილის მეზობლად იყიდა. მისი თქმით, იქ 23 ოჯახი ცხოვრობდა.

„დაახლოებით 20 წლის წინ ამ ისტორიულ შენობაში ერთი ოთახი ვიყიდე, მერე მეორე, მესამე... ზოგი მილიონს ითხოვდა – ივანიშვილთან ახლოს ვცხოვრობ და ჩემი ბინა მილიონი ღირსო. ძალიან რთული იყო მოლაპარაკებების პროცესი. ზოგს ბინა ვუყიდე, ზოგს ფული მივეცი“, – ამბობს ექსპერტი.

ცოტნე და ბიძინა ივანიშვილები - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2022
ყვითელი ამბები
ხედი ივანიშვილების რეზიდენციიდან - ცოტნე ივანიშვილი ფოტოს აქვეყნებს
ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ამ სახლის გასაკეთებლად საკუთარი ფინანსების სრული მობილიზება მოუწია.

„მთელი ჩემი ფინანსები ამ კედლებშია ჩადებული. ძველი შევინარჩუნე, რადგან ვფიქრობ, როდესაც ძველი ინგრევა, აგური უნდა გამოიღო, გაწმინდო, კირით შეავსო და თავის ადგილზე დადო. ჩვენი მთავრობა რას აკეთებს? დაანგრევენ, ბლოკით ააშენებენ და მერე აკეთებენ ვითომ ძველებური სტილით“, – ამბობს ექსპერტი.

აღმოჩნდა, რომ ის თავის მეზობელ ბიძინა ივანიშვილს პირადად არ იცნობს.
ყველა ახალი ამბავი
0