Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბექჰემებმა ქორწინების 23-ე იუბილეს აღსანიშნავად ევროტური დაიწყეს - ფოტოები

© AP Photo / Joel C Ryanდევიდ და ვიქტორია ბექჰემები
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების 23-ე იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავენ. მათ ჯერ პაემნის ფოტოები გაავრცელეს, შემდეგ კი ევროპაში სამოგზაუროდ გაემართნენ.
ერთ-ერთი ყველაზე მყარი ჰოლივუდური წყვილი ჯერ პარიზში იმყოფებოდა, ახლა კი ისინი რომანტიკულ არდადეგებს ვენეციაში ატარებენ.
წყვილის პაპარაცული ფოტოები უკვე გავრცელდა. დევიდსა და ვიქტორიას ყვითელი სხვადასხვა ტანისამოსი აცვიათ და გონდოლით გადაადგილდებიან.

„დევიდ, მე შენ ძალიან მიყვარხარ, გილოცავ ქორწინების 23-ე იუბილეს. შენ ჩემი ყველაფერი ხარ“, – ასე დაასათაურა ფოტოები 48 წლის ვიქტორიამ.

ყველა ახალი ამბავი
0