რაგბის გულშემატკივრებისთვის ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა

© photo: Sputnik / Stringerსამგზავრო მატარებელი
სამგზავრო მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2022
გამოწერა
ბათუმის გარდა დიდი ეკრანები საქართველოს სხვა ქალაქებშიც დამონტაჟდება და ერთობლივი ქომაგობის საშუალება რაგბის გულშემატკივარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ექნება.
თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. რაგბის კავშირის ინიციტივით და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით, 10 ივლისს საქართველოსა და იტალიას შორის გასამართი მატჩისთვის ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.
4 ვაგონისგან შემდგარი (400 ადგილი) სწრაფი მატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ 8 ივლისს, 09:45 საათზე გავა, უკან კი 11 ივლისს, 18:45 საათზე დაბრუნდება. მატარებლით მგზავრობის საფასური სტანდარტული იქნება.
„რადგან იტალიასთან მატჩი ჩვენთვის პრინციპული ხასიათის მატარებელია და თბილისიდან ბევრ გულშემატკივარს სურს მასზე დასწრება, შევხვდით საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას და მათგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ“, – განაცხადა რაგბის კავშირის ადმინისტრაციულმა დირექტორმა, თორნიკე გოგებაშვილმა.
რაგბის კავშირის ინფორმაციით, ბათუმში გაიმართება მთელი რიგი საზეიმო ღონისძიებები: მოეწყობა ტურნირები ქვიშის რაგბიში, კონცერტები ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე, მსვლელობები, მათ, ვინც სტადიონზე ვერ მოხვდება, ექნებათ საშუალება თამაშს დიდ ეკრანზე მიადევნონ თვალი.
შეხვედრა 10 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. მატჩს ბათუმის ახლად აშენებული არენა უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0