საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
დაკავებულებს 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს, აქედან ორი ბანგლადეშის და სამი თურქეთის მოქალაქეა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულები სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბანგლადეშის და თურქეთის მოქალაქეები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0