https://sputnik-georgia.com/20220705/saqartvelos-parlamenti-aqtiur-musaobas-iwyebs-spikeri-opozicias-sexvdeba-268225489.html
საქართველოს პარლამენტი აქტიურ მუშაობას იწყებს: სპიკერი ოპოზიციას შეხვდება
საქართველოს პარლამენტი აქტიურ მუშაობას იწყებს: სპიკერი ოპოზიციას შეხვდება
Sputnik საქართველო
საპარლამენტო კომიტეტების პირველი სხდომები ევროპული საბჭოს 12 პირობის განხორციელების ფარგლებში 7 ივლისს არის დაგეგმილი.
2022-07-05T22:21+0400
2022-07-05T22:21+0400
2022-07-05T22:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250444037_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_d2687908fde0534fee125d4cec178024.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ევროპული საბჭოს 12 პირობის შესრულების გეგმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა შეხვდეს საპარლამენტო ოპოზიციას შემდგომი მუშაობის განსახილველად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.პარასკევს მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება იურიდიულ კომიტეტთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე. კომიტეტების პირველი სხდომები 7 ივლისისთვის ჩაინიშნა.დღეისათვის მმართველ პარტიასთან სამუშაოდ სამი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია არის მზად - ესენია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, „მოქალაქეები“ და „საქართველოსთვის“. კიდევ ორი პარტია - „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გეგმის საკუთარ ხედვას წარადგენენ. დანარჩენ პარტიებს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250444037_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_6da56b7393f4e0240998909c85fc2e95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პარლამენტი აქტიურობა მუშაობა სპიკერი ოპოზიცია სხდომა კომიტეტები ჯგუფები
საქართველო პარლამენტი აქტიურობა მუშაობა სპიკერი ოპოზიცია სხდომა კომიტეტები ჯგუფები
საქართველოს პარლამენტი აქტიურ მუშაობას იწყებს: სპიკერი ოპოზიციას შეხვდება
საპარლამენტო კომიტეტების პირველი სხდომები ევროპული საბჭოს 12 პირობის განხორციელების ფარგლებში 7 ივლისს არის დაგეგმილი.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ევროპული საბჭოს 12 პირობის შესრულების გეგმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზადაა შეხვდეს საპარლამენტო ოპოზიციას შემდგომი მუშაობის განსახილველად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
პარასკევს მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
„იმისთვის, რომ საშემოდგომო სესიებისთვის ვიყოთ მომზადებული და პოზიციები იყოს შეჯერებული, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ივლისი და აგვისტო სამუშაო ჯგუფების ფორმატში იქნას გამოყენებული, რომ პოზიციები შევაჯეროთ სესიაზე და ეს ყველაფერი გრაფიკის მიხედვით განვახორციელოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიქანაძემ.
სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება იურიდიულ კომიტეტთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე. კომიტეტების პირველი სხდომები 7 ივლისისთვის ჩაინიშნა.
დღეისათვის მმართველ პარტიასთან სამუშაოდ სამი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია არის მზად - ესენია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, „მოქალაქეები“ და „საქართველოსთვის“. კიდევ ორი პარტია - „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გეგმის საკუთარ ხედვას წარადგენენ. დანარჩენ პარტიებს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ.