https://sputnik-georgia.com/20220705/samegrelosi-medda-daakaves-vaqcinaciis-yalbi-cnobis-gacemistvis-268214354.html
ყალბი ვაქცინაცია: სამეგრელოში მედდა დააკავეს
ყალბი ვაქცინაცია: სამეგრელოში მედდა დააკავეს
Sputnik საქართველო
მედდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში აფიქსირებდა როგორც ვაქცინირებულ პირებს. 05.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-05T17:38+0400
2022-07-05T17:38+0400
2022-07-05T22:03+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261832911_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_65503fb4cd521f32dd29baff2fd7fda5.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა სამეგრელოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მედდა დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, მედდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში, როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც პირადი სარგებლის სახით მათგან გარკვეულ თანხას იღებდა.წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 221-ე (კომერციული მოსყიდვა) მუხლებით გრძელდება.დაკავებულ მედდას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261832911_24:0:1161:853_1920x0_80_0_0_5f06a0cc177a5d22cf8f34b64eb9cea1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო
ყალბი ვაქცინაცია: სამეგრელოში მედდა დააკავეს
17:38 05.07.2022 (განახლებულია: 22:03 05.07.2022) მედდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში აფიქსირებდა როგორც ვაქცინირებულ პირებს.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა სამეგრელოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მედდა დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მედდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში, როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც პირადი სარგებლის სახით მათგან გარკვეულ თანხას იღებდა.
„დანაშაულში უკვე მხილებულია 15 მოქალაქე, რომლებიც, თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისთვის თანხის – 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ დარღვევით დარეგისტრირდნენ, როგორც ვაქცინირებული პირები“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 221-ე (კომერციული მოსყიდვა) მუხლებით გრძელდება.
დაკავებულ მედდას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.