https://sputnik-georgia.com/20220705/ruseti-norvegia-268215041.html
რუსეთმა შესაძლოა ნორვეგიისთვის ბარენცის ზღვის ნაწილის გადაცემაზე შეთანხმება გააუქმოს
რუსეთმა შესაძლოა ნორვეგიისთვის ბარენცის ზღვის ნაწილის გადაცემაზე შეთანხმება გააუქმოს
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს დაავალა, შეისწავლოს რუსეთსა და ნორვეგიას... 05.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-05T16:29+0400
2022-07-05T16:29+0400
2023-07-20T15:45+0400
რუსეთი
პოლიტიკა
ნორვეგია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23314/82/233148244_0:120:3215:1928_1920x0_80_0_0_0f2075dccbeaf9e4155894c7b9134d50.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს დაავალა, შეისწავლოს რუსეთსა და ნორვეგიას შორის ბარენცის ზღვაში საზღვაო სივრცეების დელიმიტაციისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დენონსაციის ან შეჩერების საკითხი.ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის დეპუტატმა მიხაილ მატვეევმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების თანახმად, რომლის რატიფიკაციაც სათათბირომ 2010 წელს მოახდინა, რუსეთმა ნორვეგიას ტერიტორიები დაუთმო.დეპუტატის თქმით, შეთანხმება მიზნად ისახავდა „არქტიკული ქვეყნების ურთიერთქმედების გაძლიერებას“, მაგრამ დღეს ნორვეგიის სამეფო „ხელს უშლის შპიცბერგენზე სურსათის გაგზავნას“.ამაზე პასუხად ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ ლეონიდ სლუცკისთვის მიმართვა იყო საჭირო.ივნისის ბოლოს ნორვეგიამ, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, უარი თქვა შპიცბერგენის რუსული დასახლებებისთვის 20 ტონა საქონლის მიწოდებაზე. ფედერაციის საბჭოში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ჰუმანიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებებს არღვევს.
ნორვეგია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23314/82/233148244_242:0:2973:2048_1920x0_80_0_0_6f03463b40f5ef0930a17ef4d9825283.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, ნორვეგია, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, ნორვეგია, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთმა შესაძლოა ნორვეგიისთვის ბარენცის ზღვის ნაწილის გადაცემაზე შეთანხმება გააუქმოს
16:29 05.07.2022 (განახლებულია: 15:45 20.07.2023) თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს დაავალა, შეისწავლოს რუსეთსა და ნორვეგიას შორის ბარენცის ზღვაში საზღვაო სივრცეების დელიმიტაციისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დენონსაციის ან შეჩერების საკითხი.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის დეპუტატმა მიხაილ მატვეევმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების თანახმად, რომლის რატიფიკაციაც სათათბირომ 2010 წელს მოახდინა, რუსეთმა ნორვეგიას ტერიტორიები დაუთმო.
„ბარენცის ზღვის 175.000 კვადრატული კილომეტრი ნორვეგიას დავუთმეთ“, — განაცხადა მან.
დეპუტატის თქმით, შეთანხმება მიზნად ისახავდა „არქტიკული ქვეყნების ურთიერთქმედების გაძლიერებას“, მაგრამ დღეს ნორვეგიის სამეფო „ხელს უშლის შპიცბერგენზე სურსათის გაგზავნას“.
ამაზე პასუხად ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ ლეონიდ სლუცკისთვის მიმართვა იყო საჭირო.
„მოდით, ვთხოვოთ ლეონიდ ედუარდოვიჩს, შეისწავლოს ეს საკითხი და შემდეგ აცნობოს დეპუტატებს“, — თქვა ვოლოდინმა.
ივნისის ბოლოს ნორვეგიამ, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, უარი თქვა შპიცბერგენის რუსული დასახლებებისთვის 20 ტონა საქონლის მიწოდებაზე. ფედერაციის საბჭოში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ჰუმანიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებებს არღვევს.