https://sputnik-georgia.com/20220705/pshaveli-abano-omalos-gzaze-shezgudvebi-dawesda-268212271.html
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე შეზღუდვები დაწესდა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე შეზღუდვები დაწესდა
Sputnik საქართველო
აღნიშნული გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. 05.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-05T16:41+0400
2022-07-05T16:41+0400
2022-07-05T21:48+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24511/10/245111054_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_8d1d2b876bc2ce7cf9f45664112579c5.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის 61-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც აბანო–ომალოს (30-72 კმ) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ამავე საავტომობილო გზის 12-30 კმ მონაკვეთზე (ლეჩური–აბანო) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.საავტომობილო გზის 1–11 კმ მონაკვეთზე (ფშაველი–ლეჩური) ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზა რთული რელიეფისა და კლიმატის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მხოლოდ მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24511/10/245111054_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_178029f15e0211f4b9af436a2dd9443a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე შეზღუდვები დაწესდა
16:41 05.07.2022 (განახლებულია: 21:48 05.07.2022) აღნიშნული გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის 61-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც აბანო–ომალოს (30-72 კმ) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის 12-30 კმ მონაკვეთზე (ლეჩური–აბანო) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის 1–11 კმ მონაკვეთზე (ფშაველი–ლეჩური) ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზა რთული რელიეფისა და კლიმატის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მხოლოდ მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.