მარნეულში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
მასმედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდებოდა.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში 46 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა კვირას, საღამოს მოხდა. ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სარიტუალო მომსახურების შენობის ეზოში, საკუთარ მანქანასთან ესროლეს. მამაკაცებს შორის კონფლიქტის მიზეზი უცნობია. შესაძლოა, მომხდარი კრიმინალურ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.
დაშავებული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით მარნეულში, „ავერსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი, 22 წლის მამაკაცი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია იარაღი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დაკავებულს 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0