სადავო კუნძულები: პატრუშევმა იაპონია რევანშიზმის გაძლიერებაში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Aleksey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშინიკოლაი პატრუშევი
ნიკოლაი პატრუშევი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. იაპონია აძლიერებს რევანშისტურ მისწრაფებებს კურილის კუნძულების მიმართ, განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა.

„შორეული აღმოსავლეთის ოლქის სასაზღვრო ზონაში ვითარება ყალიბდება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების არქტიკასა და აზია–წყნარი ოკეანის რეგიონებში სამხედრო ყოფნის კონტექსტში. ხდება იაპონიის რევანშისტული მისწრაფებების გაძლიერება კურილის კუნძულებთან დაკავშირებით ახალი სამხედრო ბლოკების შექმნის გზით“, — აღნიშნა პატრუშევმა ეროვნული უშიშროების საკითხებზე შორეული აღმოსავლეთის ოლქში გამართულ შეხვედრაზე.

იაპონიასა და რუსეთს შორის სადავო კუნძულები (იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ჰაბომაის კუნძულების ჯგუფი) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოექცა რუსეთის კონტროლის ქვეშ. 2021 წლის მარტში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ კუნძულების საკუთრების საკითხი შეიძლება 1956 წლის სსრკ–იაპონიის ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე გადაწყდეს. მის თანახმად, მოსკოვს ჰაბომაისა და შიკოტანის იაპონიისთვის გადაცემის საკითხი სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ შეუძლია განიხილოს. თუმცა მას შემდეგ, რაც იაპონია ანტირუსულ სანქციებს შეუერთდა უკრაინის გამო, 2022 წლის მარტში რუსეთმა უარი თქვა კურილის კუნძულების სტატუსსა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, ასევე გააუქმა კურილებზე უვიზო რეჟიმი იაპონელებისთვის.
აპრილში, პირველად 2003 წლის შემდეგ, იაპონიამ სამხრეთ კურილის კუნძულები „არალეგალურად ოკუპირებულად“ გამოაცხადა. რუსეთი კი ირწმუნება, რომ ეჭვგარეშეა მოსკოვის სუვერენიტეტი ამ ტერიტორიებზე, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოშია გაფორმებული.
ყველა ახალი ამბავი
0