Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მკურნალობას მაინც ვაგრძელებ...“ - მერაბ სეფაშვილი ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბრობს

© courtesy of Merab Sepashviliმერაბ სეფაშვილი
მერაბ სეფაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
მომღერალი მერაბ სეფაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს. ცოტა ხნის წინ მომღერალს ფილტვებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ლევან რატიანის მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში იწვა.

„საბედნიეროდ, უკეთ ვარ, ბევრად უკეთ, მაგრამ ჯერჯერობით მკურნალობას მაინც ვაგრძელებ, იმიტომ რომ სერიოზული ანთება მქონდა ორივე ფილტვში. მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ, მადლობა ღმერთს, გავუმკლავდით“, – ამბობს მომღერალი.

მერაბ სეფაშვილის თქმით, არანაირი სიმპტომი არ ჰქონია, არც გაციებული იყო, არც ახველებდა, ღამით უცებ აუწია სიცხემ. ძალიან მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ერთი დღე და რომ არ დაიწია, მერე უკვე ლევან რატიანთან მოხვდა.
მერაბ სეფაშვილი იუბილარია - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2019
მერაბ სეფაშვილი იუბილარია, ნახეთ როგორი სიურპრიზი მოუწყვეს მას – ვიდეო

„ლევანი ჩემი მეგობარია. გადამიღეს და ორმხრივი პნევმონია დამიდგინდა. მოკლედ რომ ვთქვათ, დროულად მივედი. საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობა იყო და მაშინვე მკურნალობა დავიწყეთ. კიდევ კარგი, მივედი, თორემ მერე რა მოხდებოდა, არ ვიცი. ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვებოდა, ეს ნამდვილად ვიცი“, – ამბობს სეფაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0