https://sputnik-georgia.com/20220705/kaliebis-winaagmdeg-brzola-daiwyo-saagento-inpormacias-avrcelebs-268203241.html
კალიების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო: სურსათის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
კალიების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო: სურსათის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო აღმოსავლეთ საქართველოში კალიის საწინააღმდეგო წამლობას ყოველწლიურად ახორციელებს სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად. 05.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-05T13:37+0400
2022-07-05T13:37+0400
2022-07-05T19:31+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/24/248052429_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_1e5121870f88729fce7a5eaf399de344.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, კალია სოფლის მეურნეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად გავრცელებულია საშიში მავნებელი – იტალიური კალია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარსა და ნარგავებს.სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებელი განვითარების ადრეულ ფაზაში გამოვლინდა, სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, შესაბამისი პრეპარატით მუშავდება.სააგენტოს ცნობით, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დამუშავებულია 25 ათას ჰექტრამდე ფართობი. სამუშაოები სახელმწიფო პროგრამის ,,მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში მიმდინარეობს.მავნებლებთან ბრძოლის რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს ტექნიკურ დახმარებას უწევს და აწვდის კალიების გასანადგურებლად საჭირო პესტიციდებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და შემასხურებლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/24/248052429_108:0:1813:1279_1920x0_80_0_0_06b1c8f9a810ddabb533908a3eee1a4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
კალიების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო: სურსათის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
13:37 05.07.2022 (განახლებულია: 19:31 05.07.2022) სურსათის ეროვნული სააგენტო აღმოსავლეთ საქართველოში კალიის საწინააღმდეგო წამლობას ყოველწლიურად ახორციელებს სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.
მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, კალია სოფლის მეურნეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად გავრცელებულია საშიში მავნებელი – იტალიური კალია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარსა და ნარგავებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიები, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებელი განვითარების ადრეულ ფაზაში გამოვლინდა, სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით, შესაბამისი პრეპარატით მუშავდება.
„კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს. შედეგად – მცირდება მავნებლის რაოდენობა და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მწვანე საფარის დაზიანების ფაქტები“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დამუშავებულია 25 ათას ჰექტრამდე ფართობი. სამუშაოები სახელმწიფო პროგრამის ,,მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში მიმდინარეობს.
მავნებლებთან ბრძოლის რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს ტექნიკურ დახმარებას უწევს და აწვდის კალიების გასანადგურებლად საჭირო პესტიციდებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და შემასხურებლებს.