გიორგი მაკარიძე ისევ ესპანურ კლუბში - ცნობილი გახდა სად ითამაშებს ქართველი მეკარე

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთის მოედანი
ფეხბურთის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
გიორგი მაკარიძე ესპანურ კლუბთან ერთად პირველ ვარჯიშს ხუთშაბათს ჩაატარებს.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მონაწილე კლუბ „პონფერადინაში“ ითამაშებს.
32 წლის ქართველ ლეგიონერს ესპანურ „ალმერიასთან“ ორწლიანი კონტრაქტი ახლახან დაუმთავრდა და ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ქართველმა გოლკიპერმა „პონფერადინასთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ მაკარიძე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ესპანური კლუბისთვის პირველი შენაძენია. აღნიშნულ ტრანსფერზე დიდი გავლენა მოახდინა „პონფერადინას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე გომეშმა, რომელსაც მაკარიძესთან ადრეც უმუშავია („ალმერიასა“ და „რიუ ავეში“).
„პონფერადინა“ სეზონისთვის მზადებას ხუთშაბათს იწყებს, გიორგი მაკარიძე კი მწვრთნელის განკარგულებაში პირველივე დღიდან იქნება.
გიორგი მაკარიძემ „ალმერიაში“ ორი სეზონი გაატარა, პირველ სეზონში ქართველი მეკარე გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, მეორეში კი მაკარიძეს ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ყოფნა. გიორგის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 17 მატჩი აქვს გამართული, თუმცა მას 2020 წლის მერე ნაკრებში არ უთამაშია.
ყველა ახალი ამბავი
0