https://sputnik-georgia.com/20220705/gazze-yvelaze-didi-motxovnaa-da-is-uswrafesad-zvirdeba-bloomberg-268221034.html
გაზზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა და ის უსწრაფესად ძვირდება - Bloomberg
გაზზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა და ის უსწრაფესად ძვირდება - Bloomberg
Sputnik საქართველო
უკრაინის კრიზისმა გამოიწვია ბრძოლა თხევად ბუნებრივ აირზე და გლობალური რიგები საწვავის შესყიდვებზე, წერს სააგენტო.
2022-07-05T19:44+0400
2022-07-05T19:44+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251747310_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_758c0cb5804d6fda2f26b2cd61aac759.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ბუნებრივი გაზი ნავთობთან ერთად დიდ სახელმწიფოებს შორის კონფრონტაციის ახალი ეპოქის მამოძრავებელ ძალად იქცა, წერს სააგენტო Bloomberg.სამშაბათს ევროპაში გაზის ფასმა ვაჭრობის გახსნისას პირველად მარტის დასაწყისიდან გადააჭარბა 1800 დოლარს ათას კუბურ მეტრზე, ბოლო წუთებში ზრდის ტემპი ოდნავ შენელდა და დაახლოებით 1%-ს შეადგენს.ავტორის თქმით, სწორედ უკრაინის კრიზისმა გამოიწვია ბრძოლა თხევად ბუნებრივ აირზე და გლობალური რიგები საწვავის შესყიდვებზე.„ქვეყნები ზამთრამდე ჩქარობენ დეფიციტური თხევადი ბუნებრივი აირის შეძენას“, – წერს Bloomberg.კვლევითი კომპანიის ClearView Energy Partners, LLC (ვაშინგტონი) მმართველის კევინ ბუკის თქმით, ცისფერი საწვავის როლი მომავალშიც გაიზრდება, სანდო მიწოდებაზე მოთხოვნა უკვე აშკარა გახდა.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რომლის თქმითაც ეს „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაციაა“, ხოლო უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ შედის რუსეთის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება.წყარო - Bloomberg
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251747310_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_52b36f76a3e511f37ea9144062c6eda8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაზი მოთხოვნა გაძვირება ტემპი bloomberg კვლევა
გაზი მოთხოვნა გაძვირება ტემპი bloomberg კვლევა
გაზზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა და ის უსწრაფესად ძვირდება - Bloomberg
19:44 05.07.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) უკრაინის კრიზისმა გამოიწვია ბრძოლა თხევად ბუნებრივ აირზე და გლობალური რიგები საწვავის შესყიდვებზე, წერს სააგენტო.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ბუნებრივი გაზი ნავთობთან ერთად დიდ სახელმწიფოებს შორის კონფრონტაციის ახალი ეპოქის მამოძრავებელ ძალად იქცა, წერს სააგენტო Bloomberg.
სამშაბათს ევროპაში გაზის ფასმა ვაჭრობის გახსნისას პირველად მარტის დასაწყისიდან გადააჭარბა 1800 დოლარს ათას კუბურ მეტრზე, ბოლო წუთებში ზრდის ტემპი ოდნავ შენელდა და დაახლოებით 1%-ს შეადგენს.
„ბუნებრივი გაზი გახდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოთხოვნის საქონელი და გლობალური ინფლაციის საკვანძო ფაქტორი, რაც ფასების ექსტრემალურ ნახტომებს იწვევს ისედაც ნაკლებად მშვიდი ბაზრების სტანდარტებითაც კი: ევროპაში გასული წლის დასაწყისიდან ზრდამ 700 პროცენტი შეადგინა“, – ნათქვამია სტატიაში.
ავტორის თქმით, სწორედ უკრაინის კრიზისმა გამოიწვია ბრძოლა თხევად ბუნებრივ აირზე და გლობალური რიგები საწვავის შესყიდვებზე.
„ქვეყნები ზამთრამდე ჩქარობენ დეფიციტური თხევადი ბუნებრივი აირის შეძენას“, – წერს Bloomberg.
კვლევითი კომპანიის ClearView Energy Partners, LLC (ვაშინგტონი) მმართველის კევინ ბუკის თქმით, ცისფერი საწვავის როლი მომავალშიც გაიზრდება, სანდო მიწოდებაზე მოთხოვნა უკვე აშკარა გახდა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, რომლის თქმითაც ეს „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაციაა“, ხოლო უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ შედის რუსეთის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება.