COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

© photo: Sputnik / Evgeniy Epanchincev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 4,05%.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (27 ივნისი – 3 ივლისი) კორონავირუსის 2.570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.662.299 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 1,103 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.643.579).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა სამი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.844 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 63.443 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 56.699, PCR–ტესტით – 6.744.
ამ დროისათვის ქვეყანაში 2.550 აქტიური შემთხვევაა. ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 4,05%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 1.860
აჭარა – 186
იმერეთი – 169
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 123
ქვემო ქართლი – 71
კახეთი – 50
შიდა ქართლი – 49
გურია – 31
მცხეთა-მთიანეთი – 15
სამცხე-ჯავახეთი – 11
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0