ბიბლიოთეკებს წიგნებით შეავსებენ: პროექტი „ეკვილიბრიუმი“ გრძელდება

© Pixabay / PublicDomainPicturesწიგნები
წიგნები - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
გამოწერა
ამ პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლის სკოლებს წიგნებითა და კომპიუტერებით ამარაგებენ.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა და ტელეწამყვანმა გიორგი კეკელიძემ პროექტ „ეკვილიბრიუმის“ გაგრძელების შესახებ განაცხადა.
კეკელიძე პროექტ „ეკვილიბრიუმს“ მრავალი წელია უდგას სათავეში. „ეკვილიბრიუმი" საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სასარგებლო და აქტუალური პროექტია. ამ პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლის სკოლებს წიგნებითა და კომპიუტერებით ამარაგებენ. გარდა ამისა, თუ რომელიმე სოფელში არ არის ბიბლიოთეკა, მას აშენებენ ან აახლებენ. და ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ კეთდება.

„ძალიან კარგი სიახლე მაქვს – ჩვენ ვბრუნდებით. „ეკვილიბრიუმი“, რომელმაც უკვე მოიარა 1,5 ათასი სოფელი, რეგიონული ბიბლიოთეკების შევსებას ანახლებს. წინ 500 ბიბლიოთეკაა“, – დაწერა კეკელიძემ.

მისი თქმით, პროექტი კვირაში ერთ-ორ ბიბლიოთეკას ეწვევა.
გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი, პრემია „საბას“, „ოქროს ფრთის“ ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელია, რომელიც აქტიურად ეწევა კითხვის პოპულარიზაციას. იგი 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია.
ყველა ახალი ამბავი
0