ძიუდო: ბუდაპეშტის დიდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

© photo: Sputnik / Stringerძიუედო. ონისე სანებლიძე
ძიუედო. ონისე სანებლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
2022 წლის დიდი სლემის ტურნირზე ბუდაპეშტში ყველა ძირითად გუნდს უძლიერესი შემადგენლობით ელოდებიან
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ბუდაპეშტში დიდი სლემის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 14 ქართველი ძიუდოისტი გაემგზავრება, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
8-10 ივლისს უნგრეთის დედაქალაქი გრანდ სლემის პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლებს.
ბუდაპეშტში გაემგზავრებიან:
მამაკაცები
-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ: გიორგი შერაზადიშვილი, ზაურ დვალაშვილი
-90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი
-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+100 კგ: გელა ზაალიშვილი
ქალები
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
-78 კგ: მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფია სომხიშვილი
2022 წლის დიდი სლემის ტურნირზე ბუდაპეშტში ყველა ძირითად გუნდს უძლიერესი შემადგენლობით ელოდებიან.
რაც შეეხება წინა გრანდ სლემის ტურნირს, რომელიც თბილისში ივნისის დასაწყისში გაიმართა, საქართველოს ნაკრები ისტორიული შედეგის - ხუთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მედლების რაოდენობით ქართველი ძიუდოისტები ბევრად უსწრებდნენ მეორეადგილოსან საფრანგეთის ნაკრებს.
ყველა ახალი ამბავი
0