მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ეს არის ნაბიჯი მორიგი ომისკენ“: ტიმოშენკო რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიიულია ტიმოშენკო
იულია ტიმოშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
თბილისი, 4 ივლისი − Sputnik. რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადება მიუღებელია უკრაინისთვის, განაცხადა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ.
მისი აზრით, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებს, პრეზიდენტ პუტინს „ახალი მიწების დაპყრობისკენ უბიძგებს“.

„სამშვიდობო შეთანხმება ილუზიაა. ერთადერთი გამოსავალი ბრძოლაში გამარჯვებაა. ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება იქნება მხოლოდ პირველი ნაბიჯი მორიგი ომისკენ“, − განუცხადა მან გამოცემა The Telegraph-ს.

უკრაინის ყოფილმა პრემიერმა მოუწოდა მოლდოვას, ბელარუსს, საქართველოს, ყაზახეთს, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, „არ დაკარგონ დრო, დაიწყონ შეიარაღებული ძალების გაძლიერება და გახდნენ ნატოს წევრი“, თუ ისინი ჯერ კიდევ არ შეერთებიან ალიანსს. მისი აზრით, ეს აუცილებელია რუსეთისგან დასაცავად.
ტიმოშენკოს თქმით, მართალია, ახლა ყაზახეთი და ბელარუსი რუსეთის მოკავშირეები არიან, მაგრამ იქ შესაძლოა ოპოზიცია მოვიდეს ხელისუფლებაში.
ექს-პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, ხომ არ აპროვოცირებს დიდი ბრიტანეთი ახალი მსოფლიო ომის დაწყებას კიევისთვის იარაღის მიწოდების გაზრდით.
„ჩვენ უკვე ვართ მესამე მსოფლიო ომში, რადგან ახლა უკრაინის უკან 50 ქვეყანა დგას“, − უპასუხა ტიმოშენკომ.
რუსეთმა უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაცია“ 24 თებერვალს დაიწყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით.
წყარო: The Telegraph
ყველა ახალი ამბავი
0