მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სროლა დამოუკიდებლობის დღეს: ჩიკაგოში დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

CC BY 2.0 / Michael / Chicago Police... In Toronto, Canada?პოლიცია ჩიკაგოში
პოლიცია ჩიკაგოში - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ჩიკაგოს გარეუბანში, ჰაილენდ პარკში აღლუმის დაწყებისთანავე ცეცხლი გახსნა.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ჩიკაგოს გარეუბანში, ჰაილენდ პარკში აღლუმზე სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, იტყობინება მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
ორშაბათს დილით ჩიკაგოს გარეუბანში, ჰაილენდ პარკში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე უცნობმა შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა. თვითმხილველების თქმით, ის მარტო მოქმედებდა და რამდენიმე ათეული გასროლა განახორციელა.
„თექვსმეტი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, ხოლო ხუთის გარდაცვალება დადასტურებულია“, - ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის ვებსაიტზე.
ამავდროულად, ადგილობრივი მედია რამდენიმე დაშავებულის შესახებ იუწყება.
ჩიკაგოს ოფიციალური პირების ინფორმაციით, პოლიცია ეჭვმიტანილის ძებნას განაგრძობს.
ყველა ახალი ამბავი
0