https://sputnik-georgia.com/20220704/saqartvelos-ekonomikuri-zrdisprognozi-gadaixedeba-finansta-ministri-268185163.html
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედება - ფინანსთა მინისტრი
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედება - ფინანსთა მინისტრი
Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკური ზრდის ახალ პროგნოზს აგვისტოში წარადგენს 04.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-04T20:17+0400
2022-07-04T20:17+0400
2022-07-04T20:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251487872_0:145:2048:1298_1920x0_80_0_0_6963accd354fd947615f6cbb6c0e9606.jpg
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკის ზრდის პოზიტიური ტენდენციის პირობებში ფინანსთა სამინისტრო აგვისტოს ბოლოს გადახედავს მშპ-ს მიმდინარე წლის ზრდის პროგნოზს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილმა. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, 2022 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ის 6%-იანი ზრდა, ხოლო მომდევნო წლებში - საშუალოდ 5,5%-იანი.მინისტრის თქმით, ეკონომიკის 6%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ იყო შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია რეგიონში, კერძოდ რუსეთის მიერ უკრაინაში „სპეცოპერაციის“ დაწყების შედეგად. შესაბამისად, გეგმებიც შეიცვალა.როდის იგრძნობენ საქართველოს მოქალაქეები ეკონომიკურ პროგრესს - ვიცე-პრემიერის პასუხი >>მიუხედავად ამისა, პირველი ხუთი თვის მონაცემებით ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი იყო გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში, აღნიშნა ხუციშვილმა.2022 წლის მაისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11,6% შეადგინა, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა მიმდინარე წლის ხუთ თვეში 11,2% შეადგინა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/10/251487872_138:150:1758:1365_1920x0_80_0_0_907b86ed48ff35c573160e7a1b3dded6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედება - ფინანსთა მინისტრი
20:17 04.07.2022 (განახლებულია: 20:27 04.07.2022) ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკური ზრდის ახალ პროგნოზს აგვისტოში წარადგენს
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკის ზრდის პოზიტიური ტენდენციის პირობებში ფინანსთა სამინისტრო აგვისტოს ბოლოს გადახედავს მშპ-ს მიმდინარე წლის ზრდის პროგნოზს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილმა. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, 2022 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ის 6%-იანი ზრდა, ხოლო მომდევნო წლებში - საშუალოდ 5,5%-იანი.
„მოლოდინი გაცილებით მაღალია, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. აგვისტოს ბოლოს შესაბამისი პროგნოზი გვექნება მიმდინარე წელთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, ეკონომიკის 6%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ იყო შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია რეგიონში, კერძოდ რუსეთის მიერ უკრაინაში „სპეცოპერაციის“ დაწყების შედეგად. შესაბამისად, გეგმებიც შეიცვალა.
მიუხედავად ამისა, პირველი ხუთი თვის მონაცემებით ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი იყო გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში, აღნიშნა ხუციშვილმა.
2022 წლის მაისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11,6% შეადგინა, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა მიმდინარე წლის ხუთ თვეში 11,2% შეადგინა.
„ამ მიმართულებით, შესაძლოა ჩვენს პროგნოზებს გადავხედოთ მაშინ, როდესაც გვექნება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. ეს, სავარაუდოდ სექტემბრის თვე იქნება. ჩვენ სექტორულად ვაკვირდებით ეკონომიკის განვითარების ტემპს“, - განაცხადა ხუციშვილმა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.