საბა კვერკველია კარიერას აზერბაიჯანულ კლუბში გააგრძელებს

© photo: Sputnik / Stringerსაბა კვერკველია და ნიკა პაპასკირი
საბა კვერკველია და ნიკა პაპასკირი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
ქართველმა ფეხბურთელმა აზერბაიჯანულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველი საბა კვერკველია ბაქოს „ნეფთჩში“ ითამაშებს – ტრანსფერი აზერბაიჯანულმა საფეხბურთო კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
30 წლის მცველი ბაქოელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მხარეებმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. კვერკველია ბოლოს „გაგრას“ რიგებში თამაშობდა, სადაც 12 მატჩი ჩაატარა. მანამდე ქართველი მცველი უკრაინაში „მეტალისტ 1925“-ის წევრი იყო.
ქართველ ფეხბურთელს კარიერის უმეტესი ნაწილი რუსეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული, სადაც „რუბინის“, „ნეფტეხიმიკის“, მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და ვოლგოგრადის „როტორის" ღირსებას იცავდა. საქართველოს ნაკრების მაისურით საბა კვერკველიამ სულ 46 მატჩი ჩაატარა.
ბაქოს „ნეფთჩი“ გასულ სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გავიდა. ბაქოელები უეფას კონფერენს-ლიგაზე ითამაშებენ, სადაც მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „არისს“ დაუპირისპირდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0