https://sputnik-georgia.com/20220704/qartvelma-tavisufali-stilit-mochidaveebna-pirveli-adgili-aiges-268156758.html
თავისუფალი ჭიდაობა: ქართველმა ახალგაზრდებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს
თავისუფალი ჭიდაობა: ქართველმა ახალგაზრდებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 169 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ სომხეთს 25 ქულით აჯობა. 04.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-04T11:50+0400
2022-07-04T11:50+0400
2022-07-04T15:49+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23395/01/233950132_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f08ca95895ebf4e319051aa8e9ee3cd3.jpg
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.ტურნირზე მედლები 10 წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში სრული შემადგენლობით ასპარეზობდა. ქართველმა მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.დავით აბდალაძემ, რომელიც 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ყველა შეხვედრა მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა. ოთარ ადეიშვილმა (79 კგ), დავით კოღუაშვილმა (86 კგ), ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) და მერაბ სულეიმანიშვილმა (125 კგ) ფინალური შეხვედრები დათმეს და, შესაბამისად, ვერცხლის მედლები აიღეს. მესამე საპრიზო ადგილებით დაასრულეს ასპარეზობა ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ), ლუკა ჯანეზაშვილმა (65 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ).ტურნირი მედლების გარეშე დაასრულეს დავით კუჭუაშვილმა (70 კგ) და ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ). საბოლოოდ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 169 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ სომხეთს 25 ქულით აჯობა.მანამდე რომში წარმატებით იასპარეზეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა (U20). ქართველმა ფალავნებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და მათაც გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.ევროპირველობაზე ჩემპიონობა ნიკა ბროლაძემ (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (82 კგ) მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23395/01/233950132_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_269e7fc3eadcc7352659a8921b9bbb96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
თავისუფალი ჭიდაობა: ქართველმა ახალგაზრდებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს
11:50 04.07.2022 (განახლებულია: 15:49 04.07.2022) საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 169 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ სომხეთს 25 ქულით აჯობა.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირზე მედლები 10 წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში სრული შემადგენლობით ასპარეზობდა. ქართველმა მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
დავით აბდალაძემ, რომელიც 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ყველა შეხვედრა მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა. ოთარ ადეიშვილმა (79 კგ), დავით კოღუაშვილმა (86 კგ), ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) და მერაბ სულეიმანიშვილმა (125 კგ) ფინალური შეხვედრები დათმეს და, შესაბამისად, ვერცხლის მედლები აიღეს. მესამე საპრიზო ადგილებით დაასრულეს ასპარეზობა ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ), ლუკა ჯანეზაშვილმა (65 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ).
ტურნირი მედლების გარეშე დაასრულეს დავით კუჭუაშვილმა (70 კგ) და ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ). საბოლოოდ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 169 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ სომხეთს 25 ქულით აჯობა.
მანამდე რომში წარმატებით იასპარეზეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა (U20). ქართველმა ფალავნებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და მათაც გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
ევროპირველობაზე ჩემპიონობა ნიკა ბროლაძემ (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (82 კგ) მოიპოვეს.