https://sputnik-georgia.com/20220704/moroshkina-saqartvelos-realuri-opozicia-schirdeba-268177533.html
მოროშკინა: საქართველოს რეალური ოპოზიცია სჭირდება
მოროშკინა: საქართველოს რეალური ოპოზიცია სჭირდება
Sputnik საქართველო
პოლიტოლოგის თქმით, უახლოეს თვეებში საქართველოში არანაირი მასშტაბური აქციები არ იქნება. 04.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-04T18:50+0400
2022-07-04T18:50+0400
2022-07-04T22:25+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/04/268165031_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_7e1cee33b91ca4f96befbc17ddd63684.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ძლიერი ოპოზიცია ნიშნავს ქვეყანაში რეალურ დემოკრატიას, ამიტომაც აუცილებელია, რომ საქართველოში იყოს რეალური ოპოზიცია, განაცხადა პოლიტოლოგმა ლალი მოროშკინამ „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.3 ივლისს თბილისისა და საქართველოს რეგიონების ათასობით მცხოვრები მთავრობის გადადგომისა და ევროკავშირის პირობების შესრულების მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა გვიან საღამოს მთავრობის კანცელარიის შენობისკენ გადაინაცვლეს.„მინდა, რომ ჩემს ქვეყანას რეალური ოპოზიცია ჰყავდეს. ხელისუფლება ერთი მხარეა, ძლიერი ოპოზიცია კი ქვეყანაში რეალურ დემოკრატიას ნიშნავს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.მოროშკინას თქმით, დღეს საქართველოს არა ოპოზიცია, არამედ „ბანდფორმირებები“ ჰყავს.მისი განმარტებით, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა გუშინ გამართული აქციის სცენიდან პატიმრობაში მყოფი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას წერილის წაკითხვა. მეგის ქარდავას ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად აქვს გამოტანილი, კიდევ ექვსი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებაშია. მათგან ერთ-ერთ საქმეზე ქარდავას უვადო პატიმრობა ემუქრება.„იგი თბილისის ციხეებში პირველი მწამებელი იყო. გამოდის, ვიღაც მიტინგზე „ოცნებას“ მიეყიდა. ჩემთვის ეს წაგებული თამაში იყო, ვიღაც ნამდვილად მიეყიდა. ვფიქრობ, მათ, ვინც ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდეზე არიან პასუხისმგებელი, კარგად იმუშავეს“, – განაცხადა მოროშკინამ.პოლიტოლოგის თქმით, დადგა ზაფხული, ამიტომაც უახლოეს თვეებში საქართველოში არანაირი მასშტაბური აქციები არ იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/04/268165031_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_54557ccd45cca58bb488bbc395c00ccd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მოროშკინა: საქართველოს რეალური ოპოზიცია სჭირდება
18:50 04.07.2022 (განახლებულია: 22:25 04.07.2022) პოლიტოლოგის თქმით, უახლოეს თვეებში საქართველოში არანაირი მასშტაბური აქციები არ იქნება.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ძლიერი ოპოზიცია ნიშნავს ქვეყანაში რეალურ დემოკრატიას, ამიტომაც აუცილებელია, რომ საქართველოში იყოს რეალური ოპოზიცია, განაცხადა პოლიტოლოგმა ლალი მოროშკინამ
„Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.
3 ივლისს თბილისისა და საქართველოს რეგიონების ათასობით მცხოვრები მთავრობის გადადგომისა და ევროკავშირის პირობების შესრულების მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა გვიან საღამოს მთავრობის კანცელარიის შენობისკენ გადაინაცვლეს.
„მინდა, რომ ჩემს ქვეყანას რეალური ოპოზიცია ჰყავდეს. ხელისუფლება ერთი მხარეა, ძლიერი ოპოზიცია კი ქვეყანაში რეალურ დემოკრატიას ნიშნავს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
მოროშკინას თქმით, დღეს საქართველოს არა ოპოზიცია, არამედ „ბანდფორმირებები“ ჰყავს.
„ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს, მარტო ბანდფორმირებებია, რომლებიც ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, როგორც ეს მათ ცხრა წლის წინ („ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი - 2003-2012 წლები) გააკეთეს. ახლა ისინი იგივეს გამეორებას ცდილობენ“, – განაცხადა მოროშკინამ.
მისი განმარტებით, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა გუშინ გამართული აქციის სცენიდან პატიმრობაში მყოფი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას წერილის წაკითხვა. მეგის ქარდავას ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად აქვს გამოტანილი, კიდევ ექვსი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებაშია. მათგან ერთ-ერთ საქმეზე ქარდავას უვადო პატიმრობა ემუქრება.
„იგი თბილისის ციხეებში პირველი მწამებელი იყო. გამოდის, ვიღაც მიტინგზე „ოცნებას“ მიეყიდა. ჩემთვის ეს წაგებული თამაში იყო, ვიღაც ნამდვილად მიეყიდა. ვფიქრობ, მათ, ვინც ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდეზე არიან პასუხისმგებელი, კარგად იმუშავეს“, – განაცხადა მოროშკინამ.
პოლიტოლოგის თქმით, დადგა ზაფხული, ამიტომაც უახლოეს თვეებში საქართველოში არანაირი მასშტაბური აქციები არ იქნება.