Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მისი გარდაცვალების შემდეგ თითქოს მარტო ვარ“ - მირანდა ბაღათურიამ საქართველო დატოვა

© courtesy of Miranda Bagaturiaმირანდა ბაღათურია
მირანდა ბაღათურია - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. მისი თქმით, ამის მიზეზი 5 ივლისი გახდა, როცა მოძალადეები მის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას თავს დაესხნენ. მაშინ ლექსომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მირანდა გადარჩენილიყო. თვითონ მძიმედ დაშავდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა

„ძალიან მძიმე წელი იყო ჩემთვის როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად, ადამიანურად. სწორედ ამ მძიმე წლის დამსახურებაა, რომ ტაიმ-აუტი ავიღე ამ პროფესიაში და წავედი საქართველოდან, მაგრამ არა იმიტომ, რომ გავექეცი მოვლენებს, არამედ იმიტომ, რომ 5 ივლისმა ეს შედეგი დააყენა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით“, – ისაუბრა მირანდამ ,,პირველი ხაზის” ეთერში.

ჟურნალისტი რამდენიმე თვის წინ ჟურნალ „სარკეს” თავის პროფესიულ არჩევანზე, ცხოვრებაზე უამბობდა და აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტობა 5 წლის ასაკიდან უნდოდა.

„ბევრი წინააღმდეგობა და შრომა დამჭირდა, რომ აქამდე მოვსულიყავი. 6 წლის განმავლობაში მოვლენების ეპიცენტრში ვარ – აქციები, სპეცოპერაციები, კრიმინალური გარჩევები. თითქმის ყველაფრის გაშუქება მომიწია. ყარაბაღშიც ვარ ნამყოფი. არა მარტო პროფესიაში, რეალურ ცხოვრებაშიც არასდროს არაფრის შემშინებია, ჟურნალისტიკაში კი ეს შიში საბოლოოდ გამიქრა“, – ამბობს მირანდა.

მისი თქმით, ლექსო ის ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მასთან იქნება.

„ჩვენ ერთი ემოცია და ტრავმა გადავიტანეთ. ყველაზე ახლო ადამიანები გავხდით. მისი გარდაცვალების შემდეგ თითქოს მარტო ვარ იმ განცდებთან და ტკივილთან, რაც 5 ივლისს უკავშირდება. ტრაგედია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში დატრიალდა, მთრგუნავდა, მაგრამ ახლა მაძლიერებს, ახლა ლექსო მაძლიერებს და მახსენებს, რომ უნდა ვიბრძოლო მისთვის და მომავალი ჟურნალისტებისთვის“, – ამბობს მირანდა.

ყველა ახალი ამბავი
0